გადავხედეთ საქაღალდეს, გავუზიარეთ ერთმანეთს სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები. მოვძებნეთ და განვიხილეთ სწავლების გზები სხვადასხვა ტიპის მოსწავლეთათვის, გავეცანით აქტივობებს ჯგუფის შესაქმნელად და მოსწავლეთა დასაწყვილებლად. გავუკეთეთ მოდიფიცირება სასწავლო პროექტის გეგმას.
კურსის რეფლექსია
კურსის რეფლექსია გავიარე ინტელის საგანმანათლებლო კურსი "პროექტებით სწავლება". გავეცანი ინტელის კურსის მიზნებს, პორტფოლიოს კომპონენტებს, შევქმენით ბლოგები, მოვახდინეთ საპროექტო იდეების გენერირება, გავეცანი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმას ბლუმის ტაქსონომიის და 21-ე საუკუნის სიტყვების გამოყენებით. საავტორო უფლების ნორმის დაცვით შევქმენით ბიბლიოგრაფია გადავხედეთ განმავითარებელ შეფასებას, დავხვეწეთ გეგმები. პროექტის განხორციელება კლასში მნიშვნელოვანია იმით ,რომ ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს, ზრდის მოსწავლეთა აკადემიურ დონეს, ხდება კვლევის, ძიებისა და შემოქმედებთი უნარების განმტკიცება.პროექტით სწავლება ძალიან საინტერესო და სახალისოა ბავშვებისათვის. საქაღალდე https://drive.google.com/drive/folders/0B69SE5gmyj5XaG1UcnRDM2hCY2s?usp=sharing
Комментарии
Отправить комментарий