Сообщения

კურსის რეფლექსია

Изображение
                   კურსის რეფლექსია    გავიარე ინტელის საგანმანათლებლო კურსი "პროექტებით სწავლება". გავეცანი ინტელის კურსის მიზნებს, პორტფოლიოს კომპონენტებს, შევქმენით ბლოგები, მოვახდინეთ საპროექტო იდეების გენერირება, გავეცანი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმას ბლუმის ტაქსონომიის  და 21-ე საუკუნის  სიტყვების გამოყენებით. საავტორო უფლების ნორმის დაცვით შევქმენით ბიბლიოგრაფია გადავხედეთ განმავითარებელ შეფასებას, დავხვეწეთ გეგმები. პროექტის განხორციელება კლასში მნიშვნელოვანია იმით ,რომ ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს, ზრდის მოსწავლეთა აკადემიურ დონეს, ხდება კვლევის, ძიებისა  და შემოქმედებთი უნარების განმტკიცება.პროექტით სწავლება ძალიან საინტერესო და სახალისოა ბავშვებისათვის. საქაღალდე https://drive.google.com/drive/folders/0B69SE5gmyj5XaG1UcnRDM2hCY2s?usp=sharing
გადავხედეთ საქაღალდეს, გავუზიარეთ ერთმანეთს სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები. მოვძებნეთ და განვიხილეთ სწავლების გზები სხვადასხვა ტიპის მოსწავლეთათვის, გავეცანით აქტივობებს ჯგუფის შესაქმნელად და მოსწავლეთა დასაწყვილებლად. გავუკეთეთ მოდიფიცირება სასწავლო პროექტის გეგმას.
დღევანდელი მოდულის თემა იყო შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა.  გავეცანით როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო  უნარების განვითარებისათვის  პროექტზე მუშაობისას.
დღევანდელი მოდულის თემა იყო სასწავლო ნიმუშების შექმნა. გავეცანით როგორ შეიძლება პროექტებში ინტერნეტის გამოყენება, მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შეფასება, გადავხედეთ სასწავლო გეგმებს, ვიმუშავეთ power point-ში. -
გავეცანით უკუკავშირის მნიშვნელობას, საავტორო უფლებების ნორმებს, გავიარეთ ტესტი, შევქმენით ბიბლიოგრაფია, მოვიძიეთ და ჩამოვტვირთეთ რესურსები. საინტერესო და დატვირთული დღე იყო.
დღეს განვიხილეთ გეგმები, გადავამუშავეთ სტანდარტები, მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი, განვიხილეთ და შევადგინეთ დროში გაწერილი გეგმები, რომელიც გამოგვადგება აქტივობების დასაგეგმავად.
დღევანდელი მოდულის თემა იყო სასწავლო პროექტის დაგეგმვა. განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესაბამისი ლექსიკა, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ცხრილი... საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო დღე იყო.