Сообщения

Сообщения за июнь, 2017
დღევანდელი მოდულის თემა იყო სასწავლო ნიმუშების შექმნა. გავეცანით როგორ შეიძლება პროექტებში ინტერნეტის გამოყენება, მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შეფასება, გადავხედეთ სასწავლო გეგმებს, ვიმუშავეთ power point-ში. -
გავეცანით უკუკავშირის მნიშვნელობას, საავტორო უფლებების ნორმებს, გავიარეთ ტესტი, შევქმენით ბიბლიოგრაფია, მოვიძიეთ და ჩამოვტვირთეთ რესურსები. საინტერესო და დატვირთული დღე იყო.
დღეს განვიხილეთ გეგმები, გადავამუშავეთ სტანდარტები, მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი, განვიხილეთ და შევადგინეთ დროში გაწერილი გეგმები, რომელიც გამოგვადგება აქტივობების დასაგეგმავად.
დღევანდელი მოდულის თემა იყო სასწავლო პროექტის დაგეგმვა. განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესაბამისი ლექსიკა, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ცხრილი... საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო დღე იყო.
ეს მოდული საინტერესო იყო იმით, რომ გავეცანით კურსის ძირითად მიზნებს, შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, მოვახდინეთ იდეების გენერირება, შევქმენით ბლოგები. გმადლობთ ნათია!